სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ იური! მე ვარ საქართველო!

მე ვარ იური! მე ვარ საქართველო! – ამ სიტყვებით ეხმაურება “საქართველოს გზის” თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს. სალომე ზურაბიშვილი მომხდარით შოკირებულია და უამრავი შეკითხვა ებადება.
„პირველი სიტყვით გადმოუცემელი შოკის შემდეგ მოდის კითხვების ნიაღვარი: ვის აწყობს საქართველოში აბსოლუტური უსამართლობა და გაუთავებელი ოცწლეული დაუსჯელობა, სიმართლის არასოდეს დადგენა… რაც გვაიძულებს ჩვენ ერთ წრეში ტრიალს და ერთი ადგილის ტკეპნას? ვის აქვს ესოდენ კარგად შესწავლილი ქართული ფსიქოტიპი, რომ 9 აპრილის მხეცობის არ იყოს, ან კიდევ რამდენიმე ასეთი შემზარავი მოვლენის მსგავსად, იცის წინასწარ რომ საფლავის შეურაცხყოფა, მამა-შვილის ურთიერთობის გაბილწვა ამგვარი სიკვდილით, სამართალისთვის მებრძოლი ადამიანის ასე ბოროტად “ჩაკვლა”… ეს ყველაფერი წარმოადგენს იმას, რაზედაც ქართველი (თუ კი ის ცოტათი მაინც ქართული კულტურის მატარებელად რჩება) არ შეიძლება არ გამოვიდეს წყობიდან! ანუ ვიღაცას განზრახული აქვს ქართულ საზოგადოების აღრევა, ისეთი დარტყმის მიყენებით, რომელზე წყნარი და მოზომილი პასუხი არ არსებობს…. ვიღაცას ესმის რომ ეს სუსტი და უსუსური მთავრობა ამ ვნებათაღელვას ალბათ ვერ მოერევა და ვერ გაუმკლავდება! ვიღაცა გეგმავს რომ ამ შემზარავი ფაქტით ისევ ჩაგვითრიოს იქ, საიდანაც ჯერაც ვერ გამოვსულვართ: ურთიერთ ეჭვების, ურთიერთ სიძულვილის, დაქსაქვის, არეულობის, ქვეყნის დაშლის ჯადოსნურ (თუ უფრო სწორედ ეშმაკურ) ჩაკეტილ წრიდან! დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ, მაგრამ ამავდროულად საქართველო ვარ! საქართველო რომელიც უზარმაზარ საფრთხის წინაშე დგას !” – წერს ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები