გადაწვეს თუ არა გალში, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ჯანო აქუბარდიას სახლი?

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გალში, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ჯანო აქუბარდიას სახლი გადაწვეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმოამდგენლობაში ამოწმებენ.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, ამ ეტაპზე დადასტურებულ ცნობას არ ფლობენ და ინფორმაციას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დღეს, გამთენიისას, ჯანო აქუბარდიას სახლი დაწვეს. აქუბარდია ერთ-ერთი იყო იმ დაჯგუფებიდან, რომელიც 12 იანვარს, გალის რაიონში ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს აქუბარდიას სახლში მისი მშობლები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის პროზექტურიდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ქართველის ცხედარი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„დღეს დილით, 3-4 საათზე დაუდგენელმა პირებმა რესპულიკა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან სამი პიროვნების, დ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას ცხედრები გაიტაცეს. აღნიშნული პირები ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, ედუარდ ნერსესიანისა და რუსეთის „ეფესბე“-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლის, ანდრეი უდალცოვის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. არსებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა, პროზექტურის თანამშრომელ ქალბატონს ხელი ჰკრა, ოთახში შეაღწია და ცხედრები უცნობი მიმართულებით, „გაზელის“ მარკის ავტომანქანით გაიტაცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში მცხოვრები სამივე ქართველი 12 იანვარს სოფელ რეპში ჩატარებული „სპეცოპერაციის“ შედეგად მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები