20:00 საათზე „ჯაზუსთან“ საპროტესტო აქცია დაიგეგმა

იური ვაზაგაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები, 20 : 00 საათზე ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ აქციაზე მისვლისკენ ყველას მოუწოდებენ. ისინი ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯას და რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც უერთდებიან.
როგორც ცნობილია, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. შედეგად, იური ვაზაგაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები