ხვალ კიევში უკრაინაში ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ კიევში, ხრეშატიკზე გაიმართება.
ღონისძიებას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს კიევში დღეს საღამოს გადაასვენებენ. საქართველოში კი თამაზ სუხიაშვილის გადმოსვენება ხვალ მოხდება.
გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები