შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს.გამოძიებით დადგენილია,რომ ამოღებული სამასალე მერქნის საერთო მოცულობამ 9,45 კუბური მეტრი შეადგინა. ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).