„მიშა ავადმყოფია, ხალხო, ბებია, დედა, ცოლო, უმკურნალეთ, უშველეთ – გიჟია“ (ვიდეო)

  სოციალურ ქსელში დღეს ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ვიდეო ერთი წლის წინ არის გადაღებული, თუმცა ინტერნეტსივრცეში დღის განმავლობაში აქტიურად მიმოიხილებოდა და ფეისბუქის მომხმარებლების აქტიური ყურადღება მიიპყრო. ჩანაწერში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე უცნობი ქალბატონი მივიდა, რომელმაც ყურადღება ითხოვა და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი შეაფასა. უცნობი ქალბატონის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფია და ის პოლიტიკურ საქმიანობას კი არ უნდა ეწეოდეს, უნდა მკურნალობდეს.
„არაფერს ახალს არ ვიტყვი, ყველამ ვიცით, ვინ არის სააკაშვილი. ყველამ ვიცით, რა გააკეთა საქართველოსთვის. მე მინდა მოვუწოდო მისი ოჯახის წევრებს, მის დედას, ბებიას, ცოლს: ხალხნო, ავად არის ეს კაცი, მაგარი ავადმყოფია ტვინით. მოკიდეთ ხელი – დედა, ბებია, ცოლო, შვილო, წაიყვანეთ საზღვარგარეთ, უმკურნალეთ, ნუ გააუბედურეთ ქართველი ხალხი. ეს ავადმყოფობა ძალიან ღრმად გაუჯდება და მანამ, სანამ ქუჩაში სირბილს და რაღაცა სისულელეების ლაპარაკს არ დაიწყებს, მოკიდეთ ხელი და წაიყვანეთ“,- აცხადებს უცნობი ქალბატონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები