გროზნოში მუჰამედის კარიკატურების წინააღმდეგ მსვლელობა მიმდინარეობს

გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ მასობრივი აქცია მიმდინარეობს. ჩეჩნეთის ხელისუფლების მტკიცებით, მსვლელობაში, მონაწილეობას სულ მცირე, ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს.
„გროზნოს ცენტრში შეკრებით ხალხი მსოფლიოს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ ისლამთან ხუმრობის, მუსლიმების გრძნობების შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას კადიროვმა პირად მტრებად გამოაცხადა ისინი, ვინც „ჟურნალ „შარლი ებდოს“ 1,5 მილიარდი მუსულმანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის უფლებას მხარს უჭერს“.
ცნობისთვის, მიტინგი „ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ“ შაბათს, 17 იანვარს, უკვე ჩატარდა ინგუშეთში. აქციაში, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, 20 000 ადამიანი მონაწილეობდა.

10928673_908374499202789_1079163659_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები