დონეცკის აეროპორტში ბრძოლები გრძელდება

დონეცკის აეროპორტში უკრაინულ არმიასა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ბრძოლა გრძელდება. მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს აეროპორტს. უკრაინული ძალების წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, აეროპორტის ტერიტორია მათ მთლიანად გაასუფთავეს. ამავე დროს, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს“ მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა მათი ვერც ერთი პოზიციის დაპყრობა ვერ შეძლეს. „სახალხო რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთის, მათ შორის დონეცკის აეროპორტის მთლიანი ტერიტორია მეამბოხეების კონტროლის ქვეშ რჩება. უკრაინაში მყოფი „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტის, ოლივერ ქეროლის მონაცემებით კი, იმის თქმა, თუ ვინ აკონტროლებს სინამდვილეში ამჟამად დონეცკის აეროპორტს, შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები