ბრიუსელში რუსეთთან ურთიერთობების ცვლილებებს განიხილავენ

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათ შორის ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაცაა. ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, პირველ რიგში, საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს და ბელგიაში ჯიჰადისტების განყოფილების აღმოჩენას განიხილავენ. მინისტრები მოილაპარაკებენ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ტერორისტულ საფრთხეს და გააუმჯობესონ ურთიერთქმედება უსაფრთხოების საკითხებში.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოზიციის შეცვლას, მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია მოსკოვთან ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა. ურთიერთქმედებები რიგ საკითხებს შეეხება, მათ შორის სირიის, ერაყის თემებს და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას. დოკუმენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის მიერაა მომზადებული.
ცნობილია, რომ დოკუმენტის თანახმად, ყირიმთან დაკავშირებული სანქციები გამოეყოფა იმ სანქციებს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთით დესტაბილიზაციასთანაა დაკავშირებული. უცხოური პრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასეთი ტაქტიკა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის მიუღებელი იქნება. პრესაში წერენ, რომ აღნიშნული სანქციების გაყოფა ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, განიხილოს, როგორც ყირიმის ანექსიის ჩუმი აღიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები