ფრანგების 42%-ი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგია

ფრანგულმა ჟურნალმა „Journal du Dimanche“–მა გამოკითხვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფრანგების 42%-ი ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი France24-ი ავრცელებს. ამასთან გამოკითხული რესპოდენტების 57%-ი თვლის, რომ კარიკატურების დაბეჭდვა უნდა გაგრძელდეს. 50%-ი ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მომხრეა. გამოკითხულთა 68%-ი კი მხარს უჭერს იმ მოქალაქეებისთვის საფრანგეთში შესვლის აკრძალვას, რომლებიც ტერორისტების კონტროლირებად ტერიტორიებზე იბრძოდნენ.
გამოკითხვა 16 და 17 იანვარს ტელეფონის საშუალებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 1003 წარმომადგენელმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები