“მოტოროლას“ გარდაცვალებას ე.წ. „დსრ“ არ ადასტურებს (ვიდეო)
უკრაინულმა მედიამ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავარი სამხედრო მეთაურის „მოტოროლას“ გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „elise.com.ua“–ს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების რუსი მებრძოლის გარდაცვალებას უკრაინელი სამხედროები ადასტურებენ, რომლებმაც მათი თქმით, მოკლულის ცხედარი თავად ნახეს.
თავის მხრივ „დსრ“–ს მხარე უარყოფს მეთაურის გარდაცვალებას. „დსრ“–ის სამხედრო მეთაურის „პოდპოლკოვნიკ“ „გივის“ თქმით, „მოტოროლა“ ცოცხალი და ჯანმრთელია. გასული ღამე მებრძოლებთან ერთად გაატარა, ახლა კი ზის და ჩაის მიირთმევს“. ამ ინფორმაციას „novorossia.ws“ –ი „გივისთან“ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის საფუძველზე ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=u7EShpZBN94