დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.
დაჭრილები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები