გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ახლობლებმა ანაკლიაში გზა გადაკეტეს
სამი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა და ახლობლებმა ცოცხალი ჯაჭვით ზუგდიდი – ანაკლიის ცენტრალური გზატკეცილი გადაკეტეს. აბულაძის ნათესავები მათი შვილის გაუჩინარების საქმეზე ინფორმაციის მიღებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ დრომდე არაფერი იციან.
გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. მან ოჯახს წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ აფხაზეთში ვინმე ჟენიასთან მიდიოდა და ამის შესახებ მალხაზ პაჭკორია იყო ინფორმირებული. გოგიტა აბულაძის დედის ცისანა აბულაძის განცხადებით, მამუკა პაჭკორია ყოფილი ხელისუფლების პერიოდში რეგიონული კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო.
აბულაძეები მათი შვილის გაუჩინარებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. როგორც გოგიტა აბულაძის დედა ცისანა აბულაძე აცხადებს, მამუკა პაჭკორია წინა ხელისუფლების რეგიონული კონტრდაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.