კანადაში სამართალდამცავებს თავს დაესხნენ
კანადაში შეიარაღებული პირი სამართალდამცავებს თავს დაესხა. დამნაშავემ იმ დროს გახსნა ცეცხლი, როცა პოლიციელები ქალაქ ლენტ-ალბერტში მოპარულ მანქანას ეძებდნენ. სროლის შედეგად 2 პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. გამომძიებლებმა ბოროტმოქმედთა ადგილსმყოფელი მალევე დაადგინეს და მათი საცხოვრებელი სახლი ალყაში მოაქციეს. თუმცა მათ ეჭვმიტანილი გარდაცვლილი დახვდათ.
სამართალდამცველები მისი ვინაობის დადგენას ცდილობენ.