სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა
სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფსაქსი” “სანდო წყაროზე” დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ სომხური მხარის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
“მე-19 საუკუნეში სომხები აზერბაიჯანსა და საქართველოში გადასახლდნენ, სადაც მათ დაიწყეს ყველაფრის არმენიზაცია. უკანასკნელი პრეტენზიები სომხებს დუდუკზე, ლავაშზე, ქართულ ღვინოზე, ახლა კი ეკლესიებზე აქვთ. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია“, -განუცხადა “ინტერფაქსს“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივნის მოადგილემ ფუად ახუნდოვმა.
მისი მტკიცებით, სომხეთის მოსახლეობის რწმენა, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი მათი საკუთრებაა, სომეხი ისტორიოგრაფების მიერ მრავალი საუკუნის მანძილზე სომხეთის ისტორიის ფალსიფიცირების ნაყოფია. ახუნდობი აცხადებს, რომ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება განაგრძობს მოსახლეობისთვის დაუსაბუთებელი ინფორმაციის მიწოდებას და მათში მეზობელი ქვეყნების მატერიალურ თუ არამატერიალურ მემკვიდრეობისადმი პრეტენზიის გამოთქმის სურვილს აღვიძებს.