“გაზპრომმა” ევროპისთვის უკაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარი თქვა

“გაზპრომის” გენერალური დირექტორის ალექსეი მილერის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს და სატრანზიტო ნაკადი თურქეთში გადააქვს.
“სხვა ვარიანტები არ არის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკვე ინფორმირებული არიან ამის თაობაზე და ახლა მათი ამოცანა თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრიდან ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაა”, – განაცხადა ალექსეი მილერმა. მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებს ამისთვის მაქსიმუმ რამდენიმე წელი აქვთ.
ალექსეი მილერმა, როგორც “გაზპრომის” ხელმძღვანელმა მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გაზსადენი “თურქული ნაკადი” ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბომეტრი რუსული გაზის მიწოდებაა შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები