სომხური მხარე მოწინააღმდეგეს მკაცრ პასუხს ჰპირდება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლების შედეგად ერთი ჯარისკაცი, არმან არუთიანინი დაიღუპა. სომხური მედიის ცნობით, მოკლული 21 წლის იყო. ჯარისკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ მოწინააღმდეგე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებს, გაცილებით მკაცრ პასუხს მიიღებს.
“მოწინააღმდეგე მუდმივად აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას და ვერ ვხდება, რომ საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნდობის ატმოსფეროში უნდა გადაწყდეს. სომხურ მხარეს დაძაბულობის გამწვავება არ სურს”, – აღნიშნა მინისტრმა.