უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ვითარება ისევ დაიძბა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ამბოხებულებსა და ანტიტერორისტულ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში “ბოევიკებმა” ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 28-ჯერ დაცხრილეს.
პრორუსი სეპარატისტები დონეცკის აეროპორტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. აეროპორტთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება. სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ აეროპორტი მთლიანად დაიკავეს და ტერიტორიაზე არცერთი უკრაინელი სამხედრო აღარ იმყოფება. თუმცა ანტიტერორისტული ცენტრში აცხადებენ, რომ დონეცკის აეროპორტი ამ დრომდე დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აეროპორტის ტერიტორიიდან 20 დაჭრილის და 2 დაღუპულის გამოყვანა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები