“რუსეთი საკუთარ პრესტიჟს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“

  რუსეთი მსგავსი ქმედებით საერთაშორისო არენაზე საკუთარ პრესტიჟს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის განახლების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
“რუსეთის მხარის მიერ მავთულხლართების გაბმის განახლების თემა თავისთავად დაისვა ვაშინგტონში – ეს არის ის თემა, რომელზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პროცესი არავის არაფერს დადებითს არ აძლევს, პირველ რიგში – თავად მას. რუსეთი ამ ქმედებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიდის, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს და როგორც სერიოზული ქვეყნის პრესტიჟს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზმა 500 მეტრით გადმოიწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები