“გაზპრომი” უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს

“გაზპრომი” უარს ამბობს ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე და სატრანზიტო ნაკადი თურქეთში გადააქვს. აღნიშნულის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა. მისივე განმარტებით, გაზსადენი “თურქული ნაკადი” ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბომეტრი რუსული გაზის მიწოდებაა შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.
“სხვა ვარიანტები არ არის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკვე ინფორმირებული არიან ამის თაობაზე და ახლა მათი ამოცანა თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრიდან ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაა”, – განაცხადა ალექსეი მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები