გიორგი ვაშაძე ჯოზეფ ქეის 50 ათასს ლარს არ გადაუხდის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის 50 ათასს ლარს არ გადაუხდის – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა.
საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ გამოიტანა.
ბიზნესმენმა დეპუტატს საქალაქო სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 ათას ლარს ითხოვდა.
“სასამართლომ დაადგინა, რომ ქეის სარჩელი იყო ყოვლად უსაფუძვლო. ამის გამო ჯოზეფ ქეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. სასამართლო პროცესი დასრულდა გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ქეთი ზანდუკელმა.
საუბარია უგულავას პროცესის შემდეგ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ჯოზეფ ქეის თაღლითი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები