თამარ ბერუჩაშვილი და იოჰანეს ჰანი ილიას უნივერსიტეტს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
მინისტრმა და ევროკომისარმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მათ ისაუბრეს საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით 2014 წლის მიღწევებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ევროკომისარმა ისაუბრა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ყურადღება გაამახვილა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ასოცირების შეთანხმების შედეგად მიიღებს. მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერასა და რეფორმების გატარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები