„დიმიტრი გელოვანი სასამართლო სექტორში არ მოიძებნება“

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ის, რომელზეც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება. დიმიტრი გელოვანი სასამართლო სისტემაში არ მოიძებნება, მაგრამ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ის კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარტიის ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ გააკეთა.
ნაჭყებიას განცხადებით, ვერცერთი თავმჯდომარე ვერ შეძლებს სრულად გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან, თუ ამის ნება თავად ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა.
„თუ პრეზიდენტს სურს, რომ არასამთავრობოების გარდა პოლიტიკური პარტიების აზრიც მოისმინოს, კარგი იქნება. სასამართლო სისტემა წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც „აქილევსის ქუსლად“ რჩება. თუ არ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ვერცერთი თავმჯდომარე ვერ შეძლებს, რომ სასამართლო პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად აქციოს.
დღეს ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო აბსოლუტურად გაათავისუფლოს პოლიტიკური წნეხისგან, თუმცა „ნაციონალების“ დროს სასამართლო ბევრად უფრო იყო დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე. მე ვისურვებდი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოლიტიკურად დამოკიდებული მმართველ გუნდზე დამმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა. ის უნდა იყოს კანდიდატურა, რომელზეც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება. დიმიტრი გელოვანი სასამართლო სისტემაში არ მოიძებნება, მაგრამ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ის კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაძლოა, ყველა კანდიდატურაზე უფრო, შედარებით დამოუკიდებლად ლადო ჭანტურიას კანდიდატურა განვიხილოთ“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები