ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამა ილიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა
იტალიაში ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ადრიატიკის ზღვაში გმირულად დაღუპული არქიმანდრიტის ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მამა ილიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბარის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ აღავლინა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა. მან სამაშველო ნავზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
მამა ილია იტალიაში წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ.