საქართველომ ევროკავშირისგან 44.5 მილიონი ევრო მიიღო

საქართველომ ევროკავშირისგან “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” (DCFTA) პროგრამის ფარგლებში, 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამა, ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და შექმნის საჭირო ეკონომიკურ გარემოს ქართველი მიგრანტებისთვის, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
განცხადება ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრიორიტეტები გეგმები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური რეფორმების გატარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები