ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე სამართალდამცველებმა დაკითხეს

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ბინის ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა დაკითხეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ბინის გატეხვის ფაქტზე, შსს-მ საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით აღიძრა, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ყველა სახის ექსპერტიზა ჩატარებულია. ადგილზე კინოლოგიური სამსახურიც იმყოფებოდა.

ნათია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მათ სახლში 10 იანვარს უცნობმა პირმა შეაღწია. მისი განმარტებით, ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა, კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, თუმცა, შიგნით მყოფი ადამიანის “გამოჭერა” ვერ შეძლო, რადგან გაეპარა. – ამის შესახებ ინფორმაცია ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები