რა დავალებები მიიღო „თავისუფალმა ზონამ“ სააკაშვილისგან?

 „თავისუფალი ზონიდან“ ხალხი ამ დროისთვის წასულია, ახლა თავიდან იწყება მათი თავმოყრა, მას შემდეგ, რაც ფული გაჩნდა, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი დარსალიამ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა თავისი დამქაშები, რომ კიდევ ერთხელ აირიოს სიტუაცია ქვეყანაში.
„კიდევ ერთხელ კუდის გაქნევას ცდილობს, სწორედ ამ მიზნით მისცა ფული მან უკრაინაში ჩასულ კობა ხაბაზს. იქიდან გამომდინარე, რომ „თავისუფალი ზონიდან“ ხალხი ამ დროისთვის წასულია, ახლა თავიდან იწყება მათი თავმოყრა, მას შემდეგ, რაც ფული გაჩნდა. სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩა, საწყალ „თაობას“ უნდა დაყრდნობოდა. ეს ის ხალხია, რომელიც 9 წელი მოწამლული ჰყავდა თავისი იდეებით. „პატრიოტთა ბანაკებში“ ატარებდა და ვერ აზროვნებენ დამოუკიდებლად, ვერც იმას იაზრებენ, რა დავალებას იღებენ, ზომბებივით ასრულებენ დავალებებს“, – აცხადებს დარსალია.
მისი თქმით, „თავისუფალი ზონისთვის“ მთავარია, მუდმივად არიონ სიტუაცია თემატური აქციებით და ამოქმედდა ყველა ბერკეტი, რომ დაძაბულობა შეიქმნას. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უკრაინაშიც ქმნის პატარ-პატარა ორგანიზაციებს და თავისი ჯარისკაცების იქ წაყვანით უკრაინას ეუბნება, ახლა მე გეხმარები, და რომ დამჭირდები, მერე თქვენ უნდა მომეხმაროთ, შენც უნდა წამომყვე საქართველოშიო. სააკაშვილი ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყვანოს ბავშვები იმის გამო, რომ დაბოღმილია, ქართველმა ხალხმა როგორ გამიშვა ხელისუფლებიდანო“, – აცხადებს დარსალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები