მიხეილ და ნიკოლოზ სააკაშვილების სელფი არიზონაში

შემდეგმა მთავრობამ აუცილებლად უნდა დაამთავროს სვანეთთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქუთაისიდან მესტიაში 2 საათზე ნაკლებში მიგვიყვანს, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს.
“რამდენიმე დღის წინ მე და ნიკოლოზი გრანდ კანიონის სანახავად არიზონაში ვიყავით. მინდა გითხრათ, რომ ხვამლის მთა, რომელიც ჯერ კიდევ ჟიულ ვერნმა აღწერა, უფრო ლამაზია. ამ მთასთან უნდა გასულიყო სვანეთთან დამაკავშირებელი გვირაბი და შემდეგ ეს გვირაბი გადავიდა თეთნულდის ახალ სათხილამურო კურორტზე. ივანიშვილმა შეაჩერა გვირაბის დაპროექტება, თეთნულდის გაჩერებაც მოსთხოვა ფრანგებს, მაგრამ ვინაიდან ჩემს მთავრობას უკვე შეღავათიანი კრედიტით საბაგიროები ჰქონდა შეკვეთილი, აღარ გამოუვიდათ კურორტის მშენებლობის შეჩერება, თუმცა ტემპი მკვეთრად შეანელეს.
შემდეგმა ნორმალურმა მთავრობამ აუცილებლად უნდა დაამთავროს სვანეთთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქუთაისიდან მესტიაში 2 საათზე ნაკლებში მიგვიყვანს და ამას დაემატება ხვამლის კანიონის მსოფლიო ტურისტულ მარშრუტებზე მოხვედრა”, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

10462578_904230256274023_57510160002434494_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები