მელორ ვაჩნაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე პატრიარქს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
“ორი წელი გავიდა, რაც პოლიტპატიმრებმა “ნაციონალური მოძრაობის” საკონცენტრაციო ბანაკებს თავი დავაღწიეთ, ეს იყო საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რისთვისაც მადლობას ვუხდი!
ასევე მადლობა “კოალიცია ქართულ ოცნებას” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მეთაურობით დამარცხდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი!ყველა ყოფილ პოლიტპატიმარს და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას!
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით დემოკრატიულ და ერთიან საქართველოში!
აქვე მადლობას მოვუხდი ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს სამღვდელოებას, რომლებიც საპყრობილეში სულიერ სიმტკიცეს გვმატებდა! ყოფილი პოლიტპატიმარი და თქვენი მეგობარი: მ.ვაჩნაძე”, – წერს ვაჩნაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები