ძველით ახალი წლის ღამეს კასპის მუნიციპალიტეტში კომპიუტერები მოიპარეს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამგეობის შენობის ერთ-ერთი სამუშაო ოთახიდან წაღებულია ორი კომპიუტერი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილით საქმე აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები