„ჩემი სახლის“ აღსაზრდელებს პორტალმა „კვირამ“ ახალი წელი მიულოცა (ვიდეო)

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში „ჩემი სახლი“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სტუმრები ესწრებოდნენ. მათ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს. ბავშვებს ახალი წელი მიულოცა პორტალმა „კვირამაც“. პატარებმა სტუმრებისთვის ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაში. ბავშვებს ახალი წელი თოვლის პაპამაც მიულოცა.
ბავშვთა სახლის ხელმძღვანელის ნინელი ჭანკვეტაძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, ბავშვებმა თავი ბედნიერად იგრძნონ.
„ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს. ტრადიციულად მათ 13-ში ვეპატიჟებით ხოლმე. ბავშვები პატარა კონცერტს ამზადებენ ჩვენი სტუმრებისთვის. ვცდილობთ, მათ გემრიელად გავუმასპინძლდეთ. მინდა, რომ ეს ბავშვები ბედნიერები იყვნენ. სწორედ მაშინ ექნება ჩვენს შრომას აზრი”, – განაცხადა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
ღონისძიების დასარულს სტუმრებმა პირობა დადეს, რომ ისინი ხშირად ეწვევიან ბავშვთა სახლს და მათ მიერ ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებას დაესწრებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები