საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო სეზონის გახსნა

2015 წელს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 14 იანვარს, 21:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ანიტა რაჭველიშვილის, ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი.
სპეციალურად ამ საღამოსთვის, ანიტა რაჭველიშვილი ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ რამდენიმე ცეკვას შეასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ დასის წევრებთან ერთად. კონცერტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ქალაქის საკრებულო, „მედია პალიტრა“, კომპანია „მაგთი“, „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, რადიო „ფორტუნა“, „118 08“ და „აუთდორ.გე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები