ნატო რუსეთს ბალტიისპირეთში სამხედრო წვრთნების გაძლიერებით პასუხობს

რუსეთის კრემლის მიერ კალინინგრადში სამხედრო წვრთნების გაძლიერების საპასუხოდ, ნატო სამხედრო წვრთნებს ბალტიისპირეთში აძლიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
”ბალტიისპირეთში, ჩვენ სამხედრო წვრთნების გაძლიერებას ვგეგმავთ. მართალია, ამ ეტაპზე სამხედროების რაოდენობა არ გაიზრდება, მაგრამ მომდევნო ეტაპები სამხედრო წვრთნების მასშტაბურობისკენ იქნება მიმართული”, -განაცხადა ნატოს სამხედრო შტაბის გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.
შეგახსენებთ, გასულ წლის ნოემბერში, რუსეთის კრემლმა გააკეთა განცხადება ბალტიისპირეთში სამხედრო წვრთნების გაძლიერებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალების გაძლიერება, თავდაპირველად კალინინგრადის, კრიმისა და არქტიკის რგიონების გაძლიერებით დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები