უკრაინის რადა ვოლნოვახაში, სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენლები, გუშინ ვოლნოვახაში დაღუპული ადამიანების სოლიდარობის გამოსახატავად, სხდომაზე პლაკატებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. გარდაცვლილთა ოჯახების გასამხნევებლად ისინი ერთი ლოზუნგით გაერთიანდნენ: ”მე ვარ ვოლნოვახა”.
უკრაინის ხელისუფლება ვოლნოვახაში სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ევროპარლამენტს განცხადებით მიმართავს. ის ე.წ. დონეცკის რესპუბლიკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის მთავრობებს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში, რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკიდან ზლატოუსტოვკაში მიმავალ ავტობუსს, ვოლნოვახას ტერიტორიაზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ფაქტს უკრაინის ხელისუფლებამ მაშინვე ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. დაღუპულია 10 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 18 აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები