„შარლი ებდოს” ახალი ნომერი უკვე იყიდება – ჟურნალი 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა

ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს” ახალი ნომერი უკვე იყიდება. “შარლი ებდოს” ახალი ნომერი ხელმისწავდომია ექვს ენაზე.
„ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, “შარლი ებდოს” ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურით გამოვიდა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით: “მე ვარ შარლი”. კარიკატურის ზედა მხარეს კი წარწერაა: “ყველაფერი ნაპატიებია”.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს სულ 17 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან თორმეტი “შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები