სომხეთში ადგილობრივი ოჯახის ამოხოცვაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი დააკავეს

სომხეთ–თურქეთის საზღვარზე რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი დააკავეს, რომელიც სომხეთში ავეტისიანების ოჯახის დახოცვაშია ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციას რადიო „ეხო მოსკვი” ავრცელებს.
პერმიაკოვი სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი და დოკუმენტებიც არ გააჩნდა. დაკავებული ჯარისკაცი 102 რუსული სამხედრო ბაზის მეთაურს გადასცეს. ის 48 საათით არის დაკავებული და ამ დროისთვის გიუმრის სამხედრო ბაზის ჰაუპტვახტში იმყოფება. დაკავებული უკვე დაკითხეს, მისი განცხადებით სამხედრო ნაწილიდან სამხედრო მსახურების სურვილის არქონის გამო გაიქცა. გამოცემის ინფორმაციით, პერმიაკოვი სამხედრო ბაზიდან ორშაბათს გაიქცა და ავტომატიც გაიტაცა. დილით ადრე ის ავეტისიანის ოჯახში შეიჭრა, სადაც თავდაპირველად დიასახლისს ესროლა, ხოლო შემდეგ ოჯახის სხვა მძინარე წევრები დახოცა. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ ავეტისიანების ოჯახის წევრი 2 წლის გოგონა პერმიაკოვმა ე.წ. „შტიკ–ნოჟით“ მოკლა. პერმიაკოვმა ოჯახის 6 წევრი მოკლა და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ძუძუმწოვარი ბავშვი გადარჩა, რომელიც ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოათავსეს. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ტრაგედიის გამოძიებას ამ დროისთვის სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიაც აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები