დღეს ვაშინგტონის მეტრომ, მომხდარი ხანძრის გამო, დროებით მუშაობა შეწყვიტა

დღეს ვაშინგტონის ცენტრალურმა მეტრო სადგურმა ”ლეფანტამ”, მომხდარი ხანძრის გამო, დროებით მუშაობა შეწყვიტა. ხანძარი პაპიროსის ნამწვმა გამოიწვია. ის იმდენად ძლიერი, იყო, რომ სასწრაფო წესით მოხდა ყველა მგზავრის ევაკუირება.
თავდაპირველად, მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ბურუსის გამო ვერაფერს ხედავდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსგავი ფაქტი მოხდა როზილინისა და ვირჯინიის მეტროსადგურებშიც. ნამდვილად იყო თუ არა დღეს მომხდარი ხანძრები შემთხვევითობა, ამას გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები