მიხეილ გიორგაძე ესტონური კომპანიის Digital Center-ის დირექტორს მარტინ ადამასოს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტონური კომპანიის Digital Center-ის დირექტორს მარტინ ადამასოს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ნანა ჯანელიძეს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივად განხორციელებულ უკანასკნელ პროექტზე, რომელიც გულისხმობდა კლასიკად ქცეული „ნატვრის ხის“ აღდგენას და ციფრულ მატარებელზე გადატანას.
კომპანია Digital Center-ი დაფუძნებულია ესტონეთის კინოცენტრის, კინოარქივისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ. ის არის ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველი კლასიკოსების ფილმების აღდგენა ეტაპობრივად წლების მანძილზე ხორციელდება. 2014 წელს ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ელდარ შენგელაიას ფილმს „ცისფერი მთები“. ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე, სექციაში Cannes Classic-ი. ბოლო წლების განმავლობაში, კინოცენტრის მხარდაჭერით აღდგენილია 7 ქართული ფილმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები