დრეზდენში, მუსულმანი ემიგრანტების წინააღმდეგ, 25 -ათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში მუსულმანი ემიგრანტების წინააღმდეგ 25-ათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მსგავსი აქციები ქალაქში იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა დღეს დრეზდენში შეკრებილი დემონსტრანტების რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია.
საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები მუსულმანი ემიგრანტებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.
მათი თქმით, გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის მუსულმანებისთვის უპირველესი თავშესაფარი გახდა, ეს კი მიუღებელია, რადგანაც გერმანიის ძირითადი მოსახლეობა ეთნიკურად გერმანელი ხალხია. მათი 65 პროცენტი კი ქრისტიანია.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ”გერმანიის პატრიოტული მოძრაობა აზიელი მუსლიმების წინააღმდეგ” მოთხოვნებს უშუალოდ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უყენებს. ისინი ფიქრობენ, რომ მერკელმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა მდგომარეობა ქვეყანაში ეთნიკური გერმანელების სასარგებლოდ გადაწყდეს.
მთავრობა, თავის მხრივ, არ ეთანხმება დემონსტრანტებს და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს. მერკელის აზრით, მსგავსი საპროტესტო აქციები ქვეყნისთვის მიუღებელია, რადგან გერმანიის საერთაშორისო იმიჯს საფრთხე ექმნება.
მოგეხსნებათ, ფაშისტური გერმანიის რეჟიმის დამხობის შემდეგ, გერმანიის სახელმწიფომ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა გამხდარიყო და ფაშიზმის ცნება საზოგადოების თვალში ერთხელ და სამუდამოდ გაექარწყლებინა. მსგავსი ტიპის აქციები კი ქვეყნის ლოიალურ და ჰუმანურ იმიჯს ეჭვქვეშ აყენებს.

10877747_1533481403570098_1635564116_n

10928631_1533481413570097_1525415483_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები