რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა გოგონას მანქანა დაეჯახა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულ ქალბატონს სხეულის დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
მათივე თქმით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები