თებერვალში ნავთობის ფასი უპრეცედენტოდ დაბალი იქნება

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი თებერვლის თვეში უპრეცედენტოდ შემცირდება. BRRENT -ის მიერ წარმოებული ერთი ბარელის ნავთობის ფასი 46.77 დოლარამდე დაიწევს, WTI -ის მარკის მიერ წარმოებული 1 ბარელის ფასი კი – 45,37 დოლარამდე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია. რუ” ავრცელებს.
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შავი ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე ასე არასდროს შემცირებულა. დღევანდელი ნავთობის ფასები 2008 წლამდე საერთაშორისო ბაზაზრზე არსებული ფასების 50 % -ით გაიაფებას ნიშნავს.
სააგენტო “რია. რუ” იუწყება, რომ შესაძლებელია 2015 წელს ნავთობის ფასმა 15 დოლარიდან 55 დოლარამდე იმერყეოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები