„წითელქუდას“ პრემიერა გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ახალ წელს პრემიერით იწყებს. 17 და 18 იანვარს პატარა მაყურებელს შარლ პეროს ცნობილ ზღაპარს „წითელქუდას“ წარუდგენს. შალვა გაწერელიას ინსცენირებით „ წითელქუდას“ გათანამედროვებულ ვერსიას რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურია დგამს. სპექტაკლის მხატვარია – იავენგო ჭელიძე; კოსტიუმების მხატვარი – მაია სხირტლაძე; მუსიკალური არანჟირების ავტორი – ლექსო ტურიაშვილი; გამოყენებულია დავით ტურიაშვილის მუსიკა; ქორეოგრაფი -ანანო სამსონაძე. წითელქუდას როლში მაყურებელი იხილავს მოზარდმაყურებელთა თეატრის ყველაზე პატარა და უკვე ცნობილ მსახიობს კესო მაისაშვილს. თეატრალურ სცენაზე წითელქუდას როლით შედგება კიდევ ერთი პატარა მსახიობის, სალომე გელაშვილის დებიუტი.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: წითელქუდა – კესო მაისაშვილი, სალომე გელაშვილი; დედა – ლიკა შუკაკიძე, სოფო ახუაშვილი; ბებია – ქეთევან შერვაშიძე, ნაირა გელაძე; მგელი – ზურაბ ავსაჯანიშვილი; მონადირე – დიმიტრი თარბაია; მელა – ანო მღებრიშვილი, თეონა ლეჟავა; ჩიტი – ხატია მელქაძე; ჩიტი – ნინო არჩაია, თეკლა ჯავახაძე; კურდღელი – ანა ზამბახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები