„შარლი ებდოს” შემდეგ ნომერში ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს დაბეჭდავენ

„შარლი ებდოს“ შემდეგ ნომერში ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს ისევ დაბეჭდავენ. ეს ინფორმაცია გამოცემის ადვოკატმა რიშარ მალკამ რადიო „France Info“–ს ეთერში გაახმაურა.
მისი განცხადებით, 14 იანვარს საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში მსურველები ჟურნალ–გაზეთების ჯიხურებში „შარლი ებდოს“ ტრადიციულ ნომერს იხილავენ.
“ჩვენ უკან არ დავიხევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი (მსხვერპლი) უაზრო იქნება. ჩვენ უფლება არ გვაქვს გავაკრიტიკოთ იუდეველი,მუსულმანი, ქრისტიანი, იმისთვის რომ ის იუდეველი, მუსულმანი ან ქრისტიანია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ გნებავთ ყველაზე საშინელი რამ და ვამბობთ კიდეც, განსაკუთრებით ქრისტიანობაზე, იუდაიზმსა და ისლამზე“, – განაცხადა გამოცემის ადვოკატი.
როგორც რიშარ მალკამ მანამდე აღნიშნა, ახალი გამოცემის ტირაჟი ძველი 60 ათასის ნაცვლად ამჯერად მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები