ავღანეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე „ხალიფატის“ მებრძოლების არსებობა აღიარა

ავღანეთის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ხალიფატის“ მებრძოლები მოქმედებენ, – ამის შესახებ ავღანელმა გენერალმა მაჰმუდ ხანმა განაცხადა. ამით ქაბულის წარმომადგენელმა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის არსებობა ოფიციალურად პირველად დაადასტურა. ამ ინფორმაციას „Globalnews“–ი ავრცელებს.
გენერლის სიტყვებით, ქვეყნის სამხრეთში არსებული გილმენდის პროვინციაში ხალიფატის წარმომადგენლის, ვინმე მულა აბდულ რაუფის მიერ სირიასა და ერაყში საბრძოლველად მოხალისეების გადაბირებაც მიმდინარეობს.
მულა აბდულ რაუფი 1996–2001 წლებში თალიბთა კორპუსის მეთაური იყო. ავღანეთში ამერიკული არმიის შესვლის შემდეგ ის დააპატიმრეს და წლების მანძილზე გუანტანამოს ციხეში იმყოფებოდა. იმის შესახებ, თუ როდის და რა გარემობებში განთავისუფლდა რაუფი ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები