ქართველი პიანისტის გამარჯვება ჰოლანდიის პირველ საერთაშორისო კონკურსზე

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ბარბარე თათარაძემ ჰოლანდიის პირველ საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. კონკურსი Holland International Piano Competition 2015 წლის 1-3 იანვარს ჰააგაში ჩატარდა, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პიანისტები მონაწილეობდნენ.
კონკურსი ორ ტურად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. პირველ კატეგორიაში მონაწილეობდნენ 11 წლამდე ასაკის ბავშვები, მეორე კატეგორიაში – 11-15 წლის, ხოლო მესამე კატეგორიაში – 16 წლის და ზემოთ ასაკის პიანისტები.
“კონკურსზე მონაწილეებმა საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს. საქართველოდან წარდგენილი იყო 11 წლის მუსიკოსი ბარბარე თათარაძე. მან დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა ჟიურის წევრებისა და გულშემატკივრებისგან. ბარბარე კონკურსის მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა“, – განუცხადა „კვირას“ ბარბარეს მასწავლებელმა მზია გოგაშვილმა.
ბარბარე თათარაძე ე. მიქელაძის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სასწავლებელში პროფესორ მზია გოგაშვილის კლასში სწავლობს. ამჟამად მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. იგი 8 წლის ასაკიდან არის SOS Talents – ის მიშელ სონის ფონდის წევრი და სტიპენდიანტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები