დონბასში 19 წლის სნაიპერი გოგონა დააკავეს, რომელმაც 10 უკრაინელი მებრძოლი მოკლა

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცგანყოფილების მებრძოლებმა 19 წლის ანასტასია ვოროშილოვა დააკავეს, რომელსაც სხვადსხვა მონაცემებით, უკრაინის არმიის არანაკლებ 10 მებრძოლი ჰყავს მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლია. მისი გადაბირება რუსულმა „ფე–ეს-ბემ“ მოახდინა და სხვა გოგონებთან ერთად მომზადება კრასნოდარში გაიარა.
ანასტასია სოციალურ ქსელებში არ მალავდა თუ რას საქმიანობდა, ის სხვა სნაიპერ გოგონებთან ერთად თავიანთი მოღვაწეობის ამსახველ სტატუსებს და ფოტოებს ხშირად ავრცელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები