გიუმრის ბაზაზე რუსმა სამხედრომ ოჯახის ექვსი წევრი მოკლა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ავტომატური იარაღით ერთი ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს, მათ შორის, 2 წლის ბავშვია. ამავე ოჯახის წევრი – 6 თვის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია.
მკვლელობაში რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის სონა ტრუზიანის განცხადებით, ეჭვმიტანილი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი, ვალერი პერმიაკოვია.
„მოკლული ავეტისიანების სახლში გამომძიებლებმა სამხედრო ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. შიდა მხარეს ვალერი პერმიაკოვის სახელი ეწერა. ის რუსეთის ბაზის სამხედროა. მკვლელობა ავტომატ АК-74-ის გამოყენებით მოხდა“, – აღნიშნა ტრუზიანმა.

10921935_904922179548021_744994845_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები