ლავროვი: დასავლეთი ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვარაუდით, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს კვლავ გაუჩნდათ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში ლატვიის კოლეგასთან ედგარ რინკევიჩთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 იანვარს ლავროვმა საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ერთიანობის მარშში მიიღო მონაწილეობა.
„საფრანგეთის პრეზიდენტთან მოკლე საუბრისას ამ არაჯანსაღი სიტუაციის დაძლევის სურვილი ვიგრძენი“, – განაცხადა ლავროვმა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა პარიზის მარშში არ უკავშირდება რუსეთის და დასავლეთის პოზიციების სხვა საკითხებთან მიმართებაში შესაძლო დაახლოებას, პირველ რიგში, ეს უკრაინის კრიზისს ეხება.
ლავროვის განცხადებით, მოსკოვი დასავლეთს კიევში „ომის პარტიაზე“ ზეწოლის განხორციელებას მოსთხოვს, რადგან „უკრაინული კრიზისის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირებითაა შესაძლებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები