საოპერო მომღერალი ელენა ობრაზცოვა გარდაიცვალა

საოპერო მომღერალი ელენა ობრაზცოვა 75 წლის ასაკში გერმანიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ელენა ობრაზცოვას ფონდის პრესმდივანმა ეკატერინე შიკალოვიჩმა განუცხადა. შიკალოვიჩის თქმით, ობრაზცოვას გული გაუჩერდა.
როგორც ცნობილი გახდა, ექიმებმა ნოემბერში ობრაზცოვას გერმანიაში გამგზავრება კლიმატის გამო ურჩიეს. მომღერალი გერმანიაში თებერვლამდე უნდა ჩასულიყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ელენა ობრაზცოვამ კრემლის სახელმწიფო სასახლეში 11 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამასთან დაკავშირებით ელენა ობრაზცოვას ფონდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მომღერალი იმედს გამოთქვამდა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ სცენაზე გავიდოდა.
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ელენა ობრაზცოვა მსოფლიოში კარმენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი იყო. 1975 წელს ოპერა „კარმენის“ 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ესპანეთში ობრაზცოვა მსოფლიოში კარმენის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.
ობრაზცოვას რეპერტუარში სლასიკური და თანამედროვე ოპერების 86 პარტია, რუსული სახალხო სიმღერები, ძველებური რომანსები და ჯაზური კომპოზიციები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები