აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ავარიაში მოჰყვა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ინდოეთში ავარიაში მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადებით, ავარიაში ჯონ ქერის კორტეჟის 2 ავტომობილი მოჰყვა. „მდივანი ქერი ერთ-ერთ მათგანში იყო. ქერი და მისი თანმხლები პირები არ დაშავებულან“, – განაცხადა ფსაკიმ.
სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის მონაცემებით, ერთ-ერთი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა ქერი მეორე მანქანაში იჯდა, რომელმაც ავარიის შემდეგ მოძრაობა განაგრძო და აეროპორტამდე მშვიდობიანად მივიდა.